პოლონეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტური წარუმატებელი გამოდგა დუდა სანაძის “რადომისთვის”, რომელიც შინაურ კედლებში “შჩეცინთან” 61:79 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24:41 წუთი გაატარა, თუმცა, წინა მატჩების მსგავსად შედეგიანი არ ყოფილა.
ამჯერად, დუდას მონაგარი 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 1 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“რადომს” 5 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 თებერვალს, სტუმრად, ერთე-ერთ აუტსაიდერ “ტრეფლ სოპოტთან” გამართავს.