ძალიან გაუჭირდა „ტოტენჰემს“ „ნიუკასლთან,“ მაგრამ მოიგო, დამსახურებულად გაიმარჯვა. მიზეზი? „კაჭკაჭები“ აშკარად ნულოვანი ანგარიშის შესანარჩუნებლად ჩავიდნენ ლონდონში. ისინი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარ საჯარიმოს არ მოსცილებიან, ხანდახან კი კონტრშტევებზე სახიფათოდ იკბინებოდნენ. მათ ვერ ათამაშეს სარეკორდო, 20 მილიონგირვანქიანი ახალშენაძენი, პარაგვაელი მიგელ ალმირონი, რომელსაც სავიზო პრობლემები ბოლომდე მოგვარებული არ აქვს. „ტოტენჰემს“ კი აშკარად აკლდა კრეატივი, ამიტომ მათი შეტევების შინაარსი ადვილი გამოსაცნობი გახლდათ. ამიტომ ნულები ტაბლოზე, ბუნებრივად მოჩანდა. „დეზებმა“ ბოლოს მაინც იძალეს. კორეელმა სონმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, თუმცა ეს ეპიზოდი სტუმართა სლოვაკი მეკარის, მარტინ დუბრავკას უხეშ შეცდომას მოჰყვა.
ამისდაკვალად, მინიუმუმ კვირა საღამომდე, „ტოტენჰემი“ მეორე ადგილზე დადგა. მანამ, სანამ „სიტი“ – „არსენალის“ შეხვედრა დამთავრდება.
ცუდ დროს ჩავიდა “ჰადერსფილდი“ „სტემფორდ ბრიჯზე.“ „ჩელსი“ წინა ტურში სტუმრად „ბორნმუთთან“ განადგურდა (0:4) და ამჯერად მთელი ჯავრი საწყალ „ჰადერსფიდზე“ იყარა, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ დაურტყამს მასპინძელთა კარისკენ.
„არისტოკრატების“ ახალწვეულმა, გონსალო იგუაინმა, პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი დუბლი გაიფორმა. არგენტინელის გოლებს შორის კი ორჯერ ედენ აზარმაც გამოიჩინა თავი. მეხუთე ბურთი კი დავიდ ლუისის ანგარიშზეა. თუმცა, მასპინძელთა პირველი ორი გოლი ცოტა საეჭვო ვითარებაში გავიდა. იგუაინის ეპიზოდი თამაშგარეს წააგავდა, აზარის რეალიზებული პენალტი კი იმ დარღვევისთვის დაინიშნა, რომელიც მთლად საჯარიმოში არ მომხდარა.
ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა კი ერთი საინტერესო ფაქტი მოიძიეს. თურმე იგუაინს საყვარელი მწვრთნელის, მაურიციო სარის ხელმძღვანელობით, სხვდასხვა გუნდებში 37 თამაშში 38 გოლი გაუტანია.
ინგლისი
პრემიერლიგა. 25-ე ტური. 2 თებერვალი
ტოტენჰემი - ნიუკასლი 1:0
ლონდონი. „უემბლი.“ 41 219
1:0 სონი (83)
ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი, უინკსი, სისოკო, ერიკსენი, ლამელა (როუზი 78), მოურა (ლიორენტე 60), სონი (დაიერი 89)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ნიუკასლი: დუბრავკა, იედლინი, შერი, ლასკელესი, ლეჟენი, რიტჩი (ბარეკა 86), ჰაიდენი, ლონგსტაფი, ატსუ (კენედი 82), პერესი, რონდონი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გაფრთხილება: იედლინი (65)
ჩელსი - ჰადერსფილდი 5:0
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 626
1:0 იგუაინი (16), 2:0, 3:0 აზარი (45+1 პენ, 66), 4:0 იგუაინი (69), 5:0 ლუისი (86)
ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ლუისი, კრისტენსენი, ალონსო, კანტე (ლოფტუს-ჩიკი 83), ჟორჟინიო (კოვაჩიჩი 70) , ბარკლი, ვილიანი, იგუაინი, აზარი (ჰადსონ-ოდოი 77)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
ჰადერსფილდი: ლოსლი, სმიტი, კონგოლო, ლიოვე, შინდლერი, ბაკუნა, ბილინგი (გრანტი 68), მუი, მბენზა (მუნიე 27), კაჩუნგა, დიაკაბი (პრიტჩარდი 85)
მწვრთნელი: იან სივერტი
მსაჯი: პოლ ტირნი
გაფრთხილება არ ყოფილა
ბარნლი - საუთჰემპტონი 1:1
0:1 რედმონდი (55), 1:1 ბარნსი (90+4 პენ)
ბრაიტონი - უოტფორდი 0:0
კრისტალ პალასი - ფულემი 2:0
1:0 მილივოევიჩი (25 პენ), 2:0 შლუპი (87)
ევერტონი - ვულვზი 1:3
0:1 ნევეში (7 პენ), 1:1 გომეში (27), 1:2 ხიმენესი (45), 1:3 დენდონკერი (66)
კარდიფი - ბორნმუთი 2:0
1:0, 2:0 რიდი (5 პენ, 46)