ფეხბურთი

22:20 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ჯგუფური ეტაპი დანიასთან გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეორე რაუნდში თამაშის უფლება პირველი ადგილით ჯერ კიდევ ორი დღის გაიფორმა და დანიასთან დასკვნითი მატჩი ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა დანიასაც არ დააყარა კარგი დღე და ძალიან ადვილად დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გოლი არ გასულა და მეტიც, 27 წუთის განმავლობაში ტაბლოზე მხოლოდ ნულები ეწერა. თუმცა, დარჩენილ 13 წუთში რვა გოლი გავიდა და აქედან 6 სკანდინავიელთა კარში.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა დანია 6:2 დაამარცხა და ჯგუფური ტურნირი მაქსიმალური შედეგით, 9 ქულით დაასრულა (ბურთების ბალანსი: 18:3). მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრები გავიდა, რომელიც ბოლო ტურში ისრაელს დაუზავდა (2:2) და 4 ქულით მეორე პოზიცია შეინარჩუნა.

დანია - საქართველო 2:6 (0:0)

გოლები: 0:1 რონინიო (27:22), 0:2 კეკელია (29:17), 0:3 თოფურია (30:12), 0:4 ჟუნიორი (30:43), 0:5 თალესი (33:40), 1:5 ლარსენი (35:30), 1:6 კეკელია (38:07), 2:6 იორგენსენი (38:36)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (11) – 33 (22) კუთხურები: 4:13 ჯარიმა: 7:5 გაფრთხილება: 2:2 ძელი (ხარიხა): 1:1

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველ ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები უკვე ცნობილია - ესპანეთი, პოლონეთი და ფინეთი. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩებს (საქართველოს ჯგუფს) პოლონეთი მიმდინარე წლის ოქტომბერში უმასპინძლებს.

0.114814