ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული ნაკრების და "რომას" თავდამსხმელი ედინ ჯეკო იტალიის თასზე მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.
იტალიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ფიორენტინამ" "რომა" 7:1 დაამარცხა. ჯეკო თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, თუმცა მსაჯის შეურაცყოფის გამო 72-ე წუთზე გააძევეს.
ჯეკომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.