პეკინის 2008 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა რამდენიმე მემკვიდრეობა დატოვა, რომლებიც თითქმის 11 წლის მერე, დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩინეთში.
ერთ-ერთი ასეთი მემკვიდრეობათაგანია თანამედროვე დოპინგ-ლაბორატორიის შექმნა, რომელიც, როგორც ეს WADA-ს წლიურ მოხსენებაშია აღნიშნული, დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მოქმედი ლაბორატორიაა.
2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის პეკინის ლაბორატორია აღჭურვილი იქნება 3 ათასი სინჯის შესამოწმებლად. ეს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მისიისთვის, რათა დაიცვას სუფთა ათლეტები, ებრძოლოს თაღლითებს და ნულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინოს აკრძალული პრეპარატების მომხმარებლისა და მისი მომწოდებლის მიმართ.
IOC-ის პრეზიდენტ თომას ბახთან შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დოპინგთან დაკავშირებით თავისი მტკიცე დამოკიდებულება გამოხატა და განაცხადა, რომ მას „სპორტში სძულდა და სძულს დოპინგი".
geonoc.org.ge







