ფეხბურთი

18:52 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა ბელარაბი გამოიძახა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანიამ პოლონეთთან და ირლანდიასთან მატჩების წინ გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. გერმანელთა შემადგენლობაში ახალი სახე მხოლოდ კარიმ ბელარაბია.

“ბელარაბი ტექნიკური მოთამაშეა. მას შეუძლია დაგვეხმაროს შეტევით ხაზში და გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად იქცეს”, - აღნიშნა ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა.

ლევერკუზენის “ბაიერის” 24 წლის შემტევს გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, ხოლო ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩის მოლოდინშია.

ლიოვის გუნდი ბასტიან შვაინშტაიგერს, სამი ხედირას, ბენედიქტ ჰიოვედესს, მარკო როისს, მარიო გომესსა და კევინ გროსკროიცს მოისაკლისებს. ჩამოთვლილი მოთამაშეები დაშავებულნი არიან.

გერმანიის ნაკრების სრული სია ვარშავაში 11 ოქტომბერს ვარშავაში პოლონეთთან და გელზერკინხენში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრებში ასეთია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (მიუნხენის “ბაიერნი”), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდის “ბორუსია”), რონ-რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”)

მცველები: ჯერომ ბოატენგი (მიუნხენის “ბაიერნი”), ერიკ დურმი, მატიას გინტერი, მატს ჰუმელსი (სამივე დორტმუნდის “ბორუსია”), შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”), ანტონიო რუდიგერი (“შტუტგარტი”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”)

ნახევარმცველები: კარიმ ბელარაბი (ლევერკუზენის “ბაიერი”), ჯულიან დრაქსლერი (“შალკე”), კრისტოფ კრამერი (“გლადბახი”), ტონი კროოსი (მადრიდის “რეალი”), ტომას მიულერი (მიუნხენის “ბაიერნი”), მესუთ იოზილი, ლუკაშ პოდოლსკი (ორივე ლონდონის “არსენალი”), ანდრე შურლე (ლონდონის “ჩელსი”)

თავდამსხმელები: მარიო გიოტცე (მიუნხენის “ბაიერნი”), მაქს კრუზე (“გლადბახი”)

დიმა შარიქაძე

0.151078