ფეხბურთი

18:38 | 2.02.2019 | ნანახია 0 - ჯერ

"იუვენტუსი" BBC-ის გარეშე ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად

იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ დღეს სერია A-ს 22-ე ტურში „პარმას“ უმასპინძლებს. თუმცა, ტურინელებს სამი წამყვანი ცენტრალური მცველის, ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის გარეშე ითამაშებს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ეს იქნება პირველი მატჩი ბოლო 7 წლის განმავლობაში, რომელსაც „იუვე“ ხსენებული ტრიოს გარეშე ჩაატარებს. ბოლოს, 2012 წლის 11 მარტს, „ჯენოასთან“ (0:0) შეხვედრაში „ბებერი სინიორას“ შემადგენლობაში ბონუჩი-ბარძალი-კიელინის ტრიოდან არცერთი სათადარიგო სკამზეც კი არ იმყოფებოდა.

7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამეორდება მსგავსი ფაქტი. აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული სამივე ფეხბურთელი ტრავმირებულია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:34 | 21.06.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ტყუნის დე.... შ...

0.065917