ფეხბურთი

18:00 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "მიუხედავად ყველაფრისა, "რომა" ძლიერი გუნდია"

იტალიური „მილანის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო „რომასთან“ თამაშის წინ შეგირდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „რინოს“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ჯალორისი“ საუკეთესო პერიოდს არ განიცდის, მაინც ძლიერი მეტოქეა.

„შესაძლოა, „რომა“ საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ ჯერ კიდევ ძლიერი გუნდია. ბევრ გოლს იტანს და ამ მხრივ იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რთული თამაში იქნება. „რომა“ ერთიანი გუნდია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. ამიტომ, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გატუზომ.

„მილანი“ და „რომა“ მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან და ამჟამად გუნდებს შორის სხვაობა ერთი ქულაა ლომბარდიელთა სასარგებლოდ.

0.554092