სხვა

17:12 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

12 რუსი სპორტსმენი დისკვალიფიცირებულია

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის 12 რუსი სპორტსმენი დისკვალიფიცირებულია.

სპორტსმენებს შორის არის მძლეოსნობაში 2012 წლის ოლიამპიადის ოქროს მედალოსანი - ივან უხოვი, რომლის კუთვნილი ოქროს მედალიც მეორე ადგილზე გასულ ამერიკელ ერიკ კინარდს გადაეცემა. ასევე, სასამართლომ გაუქმებულად გამოაცხადა უხოვის ყველა ის შედეგი, რომელიც სპორტსმენმა 2012 წლის ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღო.

იგივე მიზეზით ქალებს შორის სიმაღლეზე მხტომელი, რუსი სვეტლანა შკოლინაც დაისაჯა. მას ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი, რომელიც ესპანელ რუთ ბეიტიას გადაეცემა. ასევე, შკოლინა აღარ არის მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095339