იაპონიის ნაკრების მხრიდან კიდევ ერთ სამაგალითო საქციელი. აზიის თასის ფინალში ყატართან (1:3) მარცხის შემდეგ იაპონიის ნაკრების ფეხბურთელებმა თავიანთი გასახდელი საკუთარი ხელით დაალაგეს.
გარდა ამისა, იაპონელებმა ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა სამ, იაპონურ, არაბულ და ინგლისურ ენაზე გადაუხადეს. აღნიშნულ ინფორმაციას აზიის თასის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ეს მართლაც სამაგალითო და მისაბაძი საქციელია ყველასთვის. მითუმეტეს, რომ ეს ყველაფერი წაგებული ფინალის შემდეგ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ნაკრებმა მსგავსი საქციელით თავი 2018 წლის მუნდიალზეც გამოიჩინა და ფეხბურთელებმა გასახდელი მაშინაც დაასუფთავეს.