რუმინეთის დედაქალაქში კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი CUPA RIPOSTA მიმდინარეობს.
გაიმართა პლეი-ოფის პირველი ეტაპის, T 128 -ის შეხვედრები.
სამწუხაროდ აღნიშნული ეტაპი, მხოლოდ ერთმა ქართველმა მოფარიკავემ დაძლია, გიორგი მერკვილაძე - ვასილ ჩუჩუკოვი (ბულგარეთი) 15-5. ვახტანგ არჩვაძე - მარკო სოვარი (რუმინეთი) 3-15, ლაშა კუჭუხიძე - ხოსე კალერო (ესპანეთი) 14-15, ლუკა ლომინაძე - ოლექსანდრ კუშკოვი (აშშ) 6-15, თორნიკე მითაგვარია - ანდრეი პადურე (რუმინეთი) 3-15
T 64-ში გიორგი მერკვილაძე თურქ ჰამზა იაიგიტ უსენს შეხვდება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური







