ფეხბურთი

13:35 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი ტრავმირებულია

მიუნხენის „ბაიერნს“ მანუელ ნოიერი გამოაკლდა. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, გამოცდილ კიპერს ხელის ტრავმა აქვს და ამიტომ, „ლევერკუზენთან“ დღეს გასამართ მატჩში ვერ ითამაშებს.

ჯერჯერობით სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება და უცნობია, ემუქრება თუ არა ნოიერს უფრო ხანგრძლივი პერიოდით უქმობა.

აქვე გეტყვით, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „დორტმუნდს“ 6 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111462