ფეხბურთი

12:27 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" მარსელოსთვის კონტრაქტი გაამზადა

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს თავისთან ეპატიჟება და უკვე კონკრეტული წინადადებაც გაამზადა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვე“ მზადაა „რეალს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადოს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

თავად მარსელოს კი, სამწლიან კონტრაქტს და სეზონში 12 მილიონ ევროს ჰპირდებიან. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ფლორენტინო პერესს არ სურს ბრაზილიელთან შელევა, მაგრამ თავად მარსელომ გუნდს ზაფხულში ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო „რეალის“ ღირსებას 2007 წლიდან იცავს. თუ ეს ტრანსფერი შედგა, მაშინ „იუვენტუსი“ ალექს სანდროს „მანჩესტერ სიტიში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაასხვისებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109338