ფეხბურთი

3:21 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერია B-ს მატჩში ფეხბურთელი მოედანზე სიკვდილს გადაურჩა (+VIDEO)

იტალიის სერია B-ს XXII ტურში „ლეჩესა“ და „ასკოლის“ მატჩში ლამის ტრაგედია დატრიალდა. შეხვედრა სულ რაღაც 30 წამის დაწყებული გახლდათ, როდესაც საჰაერო ორთაბრძოლისას „ლეჩეს“ ფეხბურთელი მანუელ სკავონე „ასკოლის“ თავდამსხმელ ჯაკომო ბერეტას შეეჯახა და ძირს დაცემულმა გონება დაკარგა.

შედეგად, საქმე იქამდეც მივიდა, რომ მოედანზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო და ფეხბურთელი პირდაპირ საავადყოფოში გადაიყვანეს.

საბედნიეროდ, ექიმებმა იტალიელი ნახევარმცველის გადარჩენა მოახერხეს და როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

უშუალოდ მატჩი კი, საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლებისა და ორივე გუნდის მოლაპარაკების შედეგად აღარ განახლდა. შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126612