თბილისის “საბურთალომ” 1 თებერვალს მეორე ამხანაგური მატჩი მაკედონიის “რაბოტნიჩკთან” გამართა და 1:2 დამარცხდა. სამივე გოლი საწყის წუთებზე გავიდა – ჯერ გიორგი კოხრეიძემ დააწინაურა თავისიანები, შემდეგ კი მაკედონიელებმა მალევე გაათანაბრეს. მე-15 წუთზე “რაბოტნიჩკის” ფეხბურთელებმა წინ გასვლაც მოახერხეს.
მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შანსი – ორჯერ გურამ გოშთელიანს მიეცა გათანაბრების შესაძლებლობა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი უკვე ომარ მიგინეიშვილმა მოახერხა თერთმეტმეტრიანის მოგერიება.
ამ თამაშის მერე საბურთალოელებმა პირველი შეკრება დაასრულეს. მეორე შეკრებას თბილისელები 6-19 თებერვლის ჩათვლით კვლავ სიდეში გაივლიან.
საბურთალო: მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, დიასამიძე, გოშთელიანი, კოხრეიძე, დვალიშვილი.
ცვლილებაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, ბ. ხარაიშვილი, გულიაშვილი.
fcsaburtalo.ge