ფეხბურთი

23:32 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას შესანიშნავი დასაწყისი გერმანიაში - ზედიზედ მეორე მშრალი მატჩი (+VIDEO)

გერმანულმა „მაგდებურგმა“ გიორგი ლორიასთან ერთად 4 დღეში იმაზე მეტი მატჩი მოიგო (ორი), ვიდრე მანამდე მთელი 18 ტურის განმავლობაში (ერთი). დიახ, II ბუნდესლიგის მეოცე ტურში „მაგდებურგი“ სტუმრად „ინგოლშტადტს“ ეწვია და ფილიპ ტურპიცის 81-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.

გიორგიმ კი მიჯრით მეორე თამაში ჩაატარა შეუცვლელად და თანაც მშრალად. თუ წინა ტურში (29 იანვარს) „აუესთან“ ბევრი საქმე მართლაც არ ჰქონია, ამჯერად ასე არ იყო - ოთხი სეივით დაასრულა შეხვედრა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

„მაგდებურგს“ ამ გამარჯვების შემდეგ 17 ქულა დაუგროვდა (3 მოგება, 8 ფრე, 9 წაგება) და მე-15 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ლორიას, 32 წლის ქართველმა ორჯერ დაიცვა მეორე ბუნდესლიგაში „მაგდებურგის“ კარი და ჯერ გოლი არ გაუშვია. დასაწყისი მართლაც ჩინებულია და მთავარი მწვრთნელი მიხაელ ოენინგი ნამდვილად არ შეცდა, როდესაც ალექსანდერ ბრუნსტს ჩვენებური ამჯობინა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128313