კალათბურთი

22:57 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის უქულო მატჩი მოსკოვში

პოდგორის “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ევროლიგაში ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. ეს მოსკოვში მოხდა, სადაც ადრიატიკის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა რუსულ ცსკა-სთან 69:99 წააგო, გოგა კი უქულოდ დარჩა.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:50 წუთში 4 ორქულიანი და 4 საჯარიმო ააცილა, აქტივში კი 2 მოხსნა და 2 დაფარება ჰქონდა.
ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მეტოქეებს 3 პერსონალური ფოლი აჰკიდა, თავად კი, მოედანი 5 ჯარიმის შემდეგ დატოვა.
“ბუდუჩნოსტს” 6 მოგებითა და 15 მარცხით ბოლოსწინა მე-15 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 7 თებერვალს, შინ, კიდევ ერთ რუსულ კლუბ “ხიმკისთან” ჩაატარებს.

0.133816