ფეხბურთი

21:18 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" კვასხვაძეს გაუხანგრძლივა

ქუთაისის „ტორპედომ“ როინ კვასხვაძეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, კვასხვაძე „ტორპედოს“ კარს 2020 წლის ბოლომდე დაიცავს.

შეგახსენებთ, 29 წლის მეკარემ სახელი „ზესტაფონში“ თამაშით გაითქვა, საიდაც 2014 წელს „ტორპედოში“ გადაბარგდა. თუმცა, ცოტა ხანში საქართველო დატოვა და კარიერა კვიპროსში განაგრძო, სადაც „ოთელიოსისა“ და „პაფოსის“ ღირსებას იცავდა.

როინი „ტორპედოში“ მეორედ 2016 წლის დასაწყისში აღმოჩნდა და მას შემდეგ ქუთათურთა კარის სადარაჯოზეა. გასულ სეზონში კვასხვაძემ ყველა ტურნირზე 45 თამაში ჩაატარა.

0.128215