განახლდა რუმინეთის ჩემპიონატი ხელბურთში, სადაც საქართველოს ნაკრების ორი წევრი თამაშობს. მეთხუთმეტე ტურის მატჩები ორივეს კლუბმა, ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცამ და შოთა თევზაძის ფოჩანიმ მოიგო.
კონსტანცამ შინ 30-22 დაამარცხა ბუზაუ. ჩიქოვანმა გაიტანა 4 გოლი და სეზონში 49 დაუგროვდა, კონსტანცა კი 33 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო კვირაში კლუბი განაახლებს თამაშს ევროტურნირზეც და EHF თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 9 თებერვალს, დანიაში ეთამაშება ჰოლსტებროს.
ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის გუნდმა, ფოჩანიმ სტუმრად დაამარცხა კლუჟი, 24-18 და კარგი ნაბიჯი გადადგა პლეიოფში მოსახვედრად - კლუბი ახლა 25 ქულით მე-7 ადგილზეა და ოთხი ქულით უსწრებს კონკურენტს, მეცხრეზე მყოფ ბაია მარეს. კლუბი რუმინეთს ჩემპიონატის ნახევარფინალშიცაა გასული.
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 15 ტურის შემდეგ. 1. CSM ბუკურეშტი 34 ქულა (თამაში მარაგში) - 2. კონსტანცა 33 - 3. კელერაში 33 – 4. პოტაისა ტურდა 30 - 5. სტიაუა 29 – 6. ტიმიშოარა 28 – 7. ფოჩანი 25 – 8. დინამო ბუკურეშტი 24 (თამაში მარაგში) --- 9. ბაია მარე 21 – 10. ფეგერაში 14 – 11. ბაკეუ 12 – 12. სუჩავა 11 – 13. ბუზაუ 6 – 14. კლუჟი 0