ფეხბურთი

17:17 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ტოდიბო გაიფორმა

კატალონიის „ბარსელონამ“ „ტულუზადან“ 19 წლის მცველი ჟა-კლერ ტოდიბო შეთანხმებაზე 6 თვით ადრე გადაიბირა. აღნიშნული ტრანსფერი ჯერ კიდევ 2018 წელს დადასტურდა, მაგრამ ფრანგი „ბარსაში“ 2019 წლის ზაფხულში უნდა გადასულიყო.

თუმცა, ვითარება შეიცვალა და კატალონელებმა იმედის მომცემი ფეხბურთელი უკვე გაიფორმეს. შედეგად, ტოდიბო ამიერიდან „ბარსელონასთვის“ 6-ნომრიანი მაისურით გაირჯება.

ჟან-კლერ ტოდიბომ მიმდინარე სეზონში „ტულუზას“ მაისურით 10 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

0.112772