შეკრების მესამე ამხანაგურ მატჩში, საბურთალოელები მაკედონიის უმაღლესი ლიგის მესამეადგილოსან "პანდევის აკადემიას" დაუზავდნენ 1:1. საქართველოს ჩემპიონის მხრიდან თავი შინდაგორიძემ გამოიჩინა.
მომდევნო ამხანაგური მატჩი დღესვე, თბილისის დროით 19:00 საათზე, ლარაში გაიმართება. მეტოქე ასევე მაკედონიის უმაღლესი ლიგის მეოთხეადგილოსანი "რაბოტნიჩკი" იქნება.