სხვა

15:47 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოფარიკავეები პოლონეთსა და რუმინეთში იასპარეზებენ

დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი SABRE DE WOLODYJOWSKI აიღებს სტარტს. შეჯიბრში 221 მოფარიკავე, მათ შორის 6 ქართველი მოფარიკავე მიიღებს მონაწილეობას.

დღეს შეჯიბრში სანდრო ბაზაძე, მიშა მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, საბა სულამანიძე და ბექა ბაზაძე ჩაებმებიან.

დღესვე რუმინეთის დედაქალაქში საქართველოს კადეტთა ნაკრები გაემგზავრა. ხვალ და ზეგ ბუქარესტში ხმლით ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირი Polivalenta Circuit European - Cupa Riposta გაიმართება. ხვალ ბიჭები, ვახტანგ არჩვაძე, ლაშა კუჭუხიძე, ლუკა ლომინაძე, თორნიკე მითაგვარია და გიორგი მერკვილაძე იასპარეზებენ, ზეგ კი გოგონათა შორის თამარ ჩარკვიანი გამოვა. გუნდთან ერთად არიან მწვრთნელი ლევან იოსებიძე და მსაჯი ლაშა ლოლუა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
0.116353