ფეხბურთი

13:48 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სასამართლომ „კრილია სოვეტოვს“ ლორიასთვის 20 მილიონი რუბლის გადახდა დაავალა

სამარის „კრილია სოვეტოვის“ ყოფილმა მეკარემ, გიორგი ლორიამ, ყოფილ კლუბს სასამართლო დავა მოუგო. სამარელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯის სახელფასო დავალიანება ჰქონიათ და ახლა იძულებული იქნებიან, 20 მილიონი რუბლი (დაახლოებით 300 ათასი დოლარი) გადაუხადონ.

ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ, ასევე სახელფასო დავალიანების გამო, ლორიას კიდევ ერთ ყოფილ კლუბს, მახაჩყალის „ანჟის“ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაავალა - გვამცნობს Championat.com.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ლორია გერმანული „მაგდებურგის“ მეკარეა.

0.124447