კალათბურთი

14:16 | 1.02.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ისიანის 11 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი “კლივლენდთან” მოგებულ მატჩში

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა ვილი ისიანმა. “ჰორაიზონ” კონფერენციაში მოასპარეზე მისმა “დეტროიტ მერსი ტიტანსმა” “კლივლენდ ვიკინგსს” უმასპინძლა და 78:64 დაამარცხა, რაშიც ქართველი ფორვარდის წილი მნიშვნელოვანია.

ისიანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. თუკი აქამდე გამართულ 4 მატჩში ვილის თამაშიდან მხოლოდ სამქულიანები ჰქონდა შესრულებული (31-დან 14), “კლივლენდთან” ის საშუალო მანძილიდანაც უტევდა და სხვა სათამაშო ამპლუაშიც იყო. მწვრთნელის დავალებით, ისიანი მეტად ორიენტირებული იყო დაცვაზე, ვიდრე აქამდელივით პერიმეტრიდან შეტევაზე.

ვილიმ 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 11 ქულა შეადგინა. აქამდელ 4 მატჩში ისიანს მთლიანობაში მხოლოდ 3 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული, “კლივლენდთან” შეხვედრაში კი ერთბაშად 6 მოხსნა მიითვალა. 11 ქულასა და 6 მოხსნას ქართველმა ფორვარდმა 4 პასიც მოაყოლა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. ისიანთან ერთად დეტროიტელთაგან 29 ქულით ენტონი დევისი გამოირჩა.

6 მოგებითა და 4 მარცხით “დეტროიტ ტიტანსი” “ჰორაიზონ” კონფერენციაში “ოკლენდთან” 3-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ისიანის გუნდი 2 თებერვალს შინ, “იანგსთოუნ პინგუინსთან” გამართავს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:29 | 20.08.2018
saamtrediel (960)

საქართველოს ჩემპიონატში მის პოზიციაზე პირველი იყო. დრიბლინგიც აქვს, სისწრაფეც, ჟილკაც და ფიზიკური სიძლიერეც. ცხოველივითაა.

15:58 | 20.08.2018
IrakliSpain (120)

მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ცალსახად ორი ვარიანტი გვაქ და მეტი არც განიხილება მე მგონი, მჭედლიშვილი/კაკაბაძე.

14:09 | 20.08.2018
iceman (2988)

ამ ბიჭზე მეორე ლიგაში რომ თამაშობდა მაშინ დაწერეს ნაკრებში გამოიძახონო, მაშინ დავწერე არასწორია ხორვატიის მეორე ლიგიდან ნაკრებში გამოძახება მაგრამ პირველი ლიგაც თუ გაქაჩა კი უნდა მივცეთ შანსი მეთქი, ხოდა მემგონი დროა რომ გამოვცადოთ ნაკრებში თუნდაც ამხანაგურში

14:10 | 20.08.2018
iceman (2988)

რეალურად მარჯვენა მცველებიდან უკეთეს ჩემპიონატში და გუნდში მხოლოდ ოთარ კაკაბაძეა

13:56 | 20.08.2018
valeri8848 (2622)

ვაი რომ საგოლე პასი და ძირითადი, თითზე ჩამოსათვლელი და სანატრელი გაგვიხდა ქართველებს

0.075565
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}