ფეხბურთი

11:48 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო, შესაძლოა, „ბარსელონადან“ წავიდეს?

„ბარსელონას“ ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინო, ახლო მომავალში არ გამორიცხავს კატალონიური კლუბის დატოვებას. ამის შესახებ მან ესპანეთის თასის მეოთხედფინალში, „სევილიასთან“ გამარჯვების შემდეგ (6:1) განაცხადა.

„არავინ იცის, რა მოხდება უახლოეს ხანში. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ, მუხლჩაუხრელი მუშაობაა.“ - უთხრა ბრაზილიელმა beIN Sports-ს.

ამასობაში, ბრიტანულ მედიაში გამოჩნდა ცნობები, რომ კოუტინიოს გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს. „ბარსა“ კი მას დაახლოებით 157 მილიონ ევროდ შეაფასებსო.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ლივერპულიდან“ კატალონიურ კლუბში 2018 წლის იანვარში გადავიდა. ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში მან 16 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.103911