ფეხბურთი

11:16 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარკოვიჩი „ლივერპულს“ დაემშვიდობა და „ფულემს“ შეუერთდა

„ლივერპულის” სერბმა ნახევარმცველმა, ლაზარ მარკოვიჩმა, მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და სეზონის ბოლომდე, თავისუფალი აგენტის სტატუსით, „ფულემს“ შეუერთდა.

„ლივერპულმა“ მარკოვიჩი 2014 წელს, 25 მილიონ ევროდ იყიდა „ბენფიკასგან.“ თუმცა სერბი ძირითადის ფეხბურთელი ვერ გახდა. მას შემდეგ ის განათხოვრებული იყო „ფენერბაჰჩეში,“ „სპორტინგში,“ „ჰალ სიტისა“ და „ანდერლეხტში.“

მიმდინარე სეზონში მარკოვიჩს „წითლების“ პირველ გუნდში არცერთხელ უთამაშია. მეორე გუნდში კი ორჯერ გამოჩნდა მინდოეზე და ერთი გოლი გაიტანა.

24 ტურის შემდეგ, „ფულემი,“ 17 ქულით, პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113568