ისტორია

9:29 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

1 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969 – დაიბადა ნინო სალუქვაძე. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი. მონაწილეობდა 7 ოლიმპიადაზე. 1988 წლის თამაშებზე სპორტული პისტოლეტით სროლაში მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო პნევმატური პისტოლეტით სროლაში – ვერცხლის. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ნინო სალუქვაძე მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია, არაერთხელ ფლობდა მსოფლიო სუპერთასს (ამ ტურნირზე 2009 და 2010 წლებშიც იმარჯვა). ნინო სალუქვაძეს დამყარებული აქვს მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1905 – ჰოლანდიის დედაქალაქ ჰააგაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ADO.

1914 – ბეისბოლისტთა კლუბების ”ნიუ იორკ ჯაიანთსისა” და ”ჩიკაგო უაით სოქსის” მატჩი ეგვიპტეში ჩატარდა.

1959 – ზაკ უიტი ერთხმად აირჩიეს ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში”.

1960 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარგარეტ სმიტმა ჯინ ლეანი 7:5, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 34-ე ჩემპიონ გახდა.

1960 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში როდ ლეივერმა ფრეზერი 5:7, 3:6, 6:3, 8:6, 8:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 48-ე ჩემპიონი გახდა.

1973 – მონტ ირვინი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1977 – ჰილს დეილის კოლეჯის საკალათბურთო ნაკრებმა პერსონის კოლეჯის გუნდს მატჩი 2:0 მოუგო.

1980 – თბილისის ”დინამომ” არგენტინული ტურნეს მსვლელობის მეორე მატჩში ბუენოს აირესში ”ველეს სარსფილთან” 0:1 წააგო. ”დინამო” (გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა): გოგია, სულაქველიძე, ქორიძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, მინაშვილი, მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი (გ. მაჩაიძე), ჩელებაძე (ყიფიანი), თავაძე (დარასელია), შენგელია.

1981 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში აღმოსავლეთმა დასავლეთს 123:120 მოუგო. შეხვედრა კლივლენდში გაიმართა.

1984 – დანიელ სტერნი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისრად აირჩიეს. ამ პოსტზე სტერნი დღესაც მოღვაწეობს.

1987 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების ”დეტროიტ პისტონზისა” და ”ჩიკაგო ბულზის” მატჩს 38 873 მაყურებელი დაესწრო.

1991 – გარდაიცვალა ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ნიუ იორკ რეინჯერსის” მწვრთნელი ფილ უოტსონი.

1992 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა ”ნიუ იორკ აილენდერზმა” გამოაცხადა, რომ დენის პოტვინის მეხუთე ნომრიან მაისურს მომავალში გუნდის არც ერთი მოთამაშე არ მოიზომავდა.

1992 – ბარი ბონდსი ბეისბოლის ეროვნული ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. მისმა წლიურმა საკონტრაქტო თანხამ 4.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

1994 – რუსმა მძლეოსანმა ირინა პრივალოვამ დარბაზში 50 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6.03).

1995 – ჰოლანდიელმა მოცურავე ამი ვან დიკსმა 50 მეტრზე ბატერფლაის სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (26.73).

1998 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჩეხმა პეტერ კოდრამ ჩილიელი მარსელო რიოსი 6:2, 6:2, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 86-ე ჩემპიონი გახდა.

2005 – დსთ-ის ჩემპიონთა თასიდან დაბრუნებული ”თბილისის” ფეხბურთელები ტრანსფერზე დააყენეს.

2005 – ამოიწურა ევრო-2012-ის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების ორგანიზატორთა მსურველების განაცხადების მიღება.

2005 – აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონ ”დეტროიტ პისტონზის” მოთამაშეები მიიღო.

2005 – პოსტიდან დაითხოვეს ”პორტოს” მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ვიქტორ ფერნანდესი.

2005 – თბილისის დიღმის ჭიდაობის დარბაზში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, პირველი ადგილები დაიკავეს მირიან ნიშნიანიძემ (55 კგ, ქუთაისი), მუხრან მაჭუტაძემ (66 კგ, აჭარა), ბადრი ხასაიამ (84 კგ, თბილისი) და მირიან გიორგაძემ (მძიმე წონა, თბილისი).

2005 – ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი ერთბაშად ათმა ქვეყანამ გამოთქვა. ესენი იყვნენ: რუსეთი, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა-პოლონეთი (ერთობლივად) და ხორვატია-უნგრეთი (ერთობლივად).

2006 – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილები დაიკავეს რევაზ ლაშხმა (55 კგ), ალეკო ტაბატაძემ (66 კგ), შალვა გადაბაძემ (84 კგ) და გიორგი ჯობავამ (მძიმე წონა).

2007 – მიუნხენის “ბაიერნში” ხელმეორედ დაბრუნებული ოტმარ ჰიტცფელდი, კლუბის ხელმძღვანელობამ მასმედიის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგინა. გერმანული გუნდის თავკაცის პოსტზე, ჰიტცფელდმა ფელიქს მაგათი შეცვალა.

2007 – მიუნხენის “ბაიერნიდან” დათხოვილი ფელიქს მაგათი, “ჰამბურგის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მაგათმა ამ პოსტზე თომას დოლი შეცვალა.

2008 – ესპანელი კალათბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი პაუ გასოლი “მემფის გრიზლიდან” “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” გადავიდა.

2008 – სანდრო კობახიძემ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა “დნიპროსთან”, გიორგი განუგრავამ კი წლინახევრიანი ხელშეკრულება დადო ჩეხურ ”ბოლესლავთან”.

2009 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა შვეიცარიელ როჯერ ფედერერს 7–5, 3–6, 7–6(3), 3–6, 6–2 მოუგო და კარიერის განმავლობაში მეექვსედ მოიგო “დიდი სლემის” შეჯიბრება. ნადალი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა საფარზე მოიგი სადიდსლემო ტურნირები.

2009 – ხორვატიაში მიმდინარე მამაკაც ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთმა ხორვატიას 24:19 სძლია.

2012 - სეოკ-მა 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა დაასახელა.

2014 - “კარდიფ სიტის” უელსელმა ფეხბურთელმა ბელამიმ “ნორვიჩთან” 49-ე წუთზე გაიტანა და ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ტურნირში 7 სხვადასხვა კლუბის მაისურით გაუტანია. 34 წლის უელსელს კარიერის მანძილზე 9 კლუბში: “ნორვიჩში”, “ქოვენთრში,” “ნიუკასლში,” “სელტიკში,” “ბლექბერნში,” “ლივერპულში,” “ვესტ ჰემში,” “მანჩესტერ სიტისა” და “კარდიფ სიტიში” უთამაშია.

ამ დღეს დაიბადნენ

1915 – სტენლი მეთიუზი. პირველი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა. მეთიუზი 1932 წლიდან გამოდიოდა ”სტოკ სიტიში”, ხოლო ინგლისის ნაკრებში პირველი მატჩი 1934 წელს ჩაატარა და სადებიუტო შეხვედრაშივე უელსს გოლი გაუტანა. 1937 წელს ათი კაცის შემადგენლობით მოასპარეზე ინგლისელებმა ჩეხოსლოვაკიას სძლიეს, მეთიუზმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. 1947 წელს გადავიდა ”ბლექპულში” და 1953 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიგო. იმ ფინალს ”მეთიუზის” ფინალი უწოდეს. 1934-1957 წლებში იცავდა ინგლისის ნაკრების ღირსებას. ნაკრებში ჩატარებული აქვს 54 ოფიციალური და 29 არაოფიციალური მატჩი. 1956 წელს აღიარეს ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ. ფეხბურთის თამაშს თავი 50 წლის ასაკში დაანება.

1920 – პიერ დ’ორიოლა. ფრანგი ცხენოსანი. 1952 და 1964 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1931 – მადელინ ბერტოდი. შვეიცარიელი მოთხილამურე. სწრაფდაშვებაში 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1941 – ფრანკო ნონესი. იტალიელი მოთხილამურე. 30 კილომეტრზე რბოლაში 1968 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1941 – ანატოლი ფირსოვი. საბჭოთა ჰოკეისტი. ამპლუით ფორვარდი. 1964, 1968 და 1972 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ფირსოვი მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონია.

1945 – ვილფრედ ვამ მური. Bელგიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეტესო ფეხბურთელი (ნახევარმცველი). 1966, 1969 და 1970 წლებში დაასახელეს ბელგიის უძლიერეს მოთამაშედ.

1949 – ფრანკო კაუზიო. 1960-80-იანი წლების იტალიელი ფეხბურთელი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. 1971 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად. “იუვენტუსის” შემადგენლობაში ექვსჯერ ფლობდა სკუდეტოს. სხვადასხვა ლიგებში ჩატარებული აქვს 849 მატჩი.

1958 – სორენ ლერბიუ. Dანიელი ნახევარმცველი. Hოლანდიის 8-გზის ჩემპიონი, ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

1961 – მიგელ ტენდილიო. “ვალენსიას” მცველი. ესპანეთის სამგზის ჩემპიონი. 1980 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. 1982 წელს დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

962 – მანუელ ამორო. ამპლუით მცველი საფრანგეთის ნაკრების რიგებში 1984 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. 1993 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

1968 – მარკ რეკი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ფილადელფია ფლაიერზის” მარცხენა გარემარბი.

1969 – გაბრიელ ბატისტუტა. ”ბატი გოლის” სახელით ცნობილი არგენტინის ნაკრების, ”რივერ პლეიტის”, ”ბოკა ხუნიორსის”, ფლორენციის ”ფიორენტინას”, ”რომასა” და ”ინტერის” ბომბარდირი. ”ფიორენტინაში” გამოდიოდა 1991-2000 წლებში. ამ გუნდის 269 მატჩში გაიტანა 168 გოლი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 78 მატჩი, გაიტანა 56 გოლი.

1969 – ნინო სალუქვაძე. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი. მონაწილეობდა 7 ოლიმპიადაზე. 1988 წლის თამაშებზე სპორტული პისტოლეტით სროლაში მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო პნევმატური პისტოლეტით სროლაში – ვერცხლის. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ნინო სალუქვაძე მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია, არაერთხელ ფლობდა მსოფლიო სუპერთასს (ამ ტურნირზე 2009 და 2010 წლებშიც იმარჯვა). ნინო სალუქვაძეს დამყარებული აქვს მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები.

1971 – ტომი სალო. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ედმონტო ოილერზის” ფინელი გოლკიპერი.

1971 – ზლატკო ზაჰოვიჩი. სლოვენიის ეროვნული ნაკრების, ”პორტოსა” და ”ვალენსიას” ნახევარმცველი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

1972 – კრისტიან ციგე. გერმანიის ნაკრებისა და ”ლივერპულის” ფეხბურთელი. 1996 წლის ევროპის პირველობის გამარჯვებული. უეფას თასის ორგზის მფლობელი.

1972 – იოჰან ვალემი. ბელგიის ნაკრებისა და ”უდინეზეს” ნახევარმცველი.

1972 – იზაბელ ფერნანდესი. ესპანელი ძიუდოისტი ქალი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1972 – სერგეი ლავრენიოვი. ბელორუსი ძალოსანი. 2000 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1973 – ენდრიუ დეკლერკი. ”გოლდენ სთეით უორიორზის”, ”ბოსტონ სელტიკსის”, ”ორლანდო მეჯიკის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (208 სმ).

1974 – უოლტერ მაკარტი. ”ბოსტონ სელტიკსის” ფორვარდი (201 სმ).

1975 – მარტინ როიზერი. ამსტერდამის ”აიაქსის” ფეხბურთელი.

1975 – ეკატერინა ტანუ. ბერძენი მძლეოსანი. 100 მეტრზე რბენაში 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1975 – ლევან ქებაძე. საქართველოს ახალგარდული ნაკრების, თბილისის ”დინამოსა” და ”ლოკომოტივის”, ზესტაფონის ”მარგვეთის”, კვიპროსის ”პარალიმნისა” და ”ეთნიკოსის” ნახევარმცველი. 1997 წელს ლევან ქებაძემ ჩვენი ქვეყნის ახალგარდული ნაკრების რიგებში თამაშისას გოლი გაუტანა იტალიელებს, მატჩი კი ქართველებმა 2:0 მოიგეს.

0.125171