ფეხბურთი

4:05 | 1.02.2019 | ნანახია 1958 - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე კარიერას პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ სეტუბალის „ვიტორიაში“ გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ მეკარესთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაფორმდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ ნდობა გამომიცხადა. მომცა შესაძლებლობა, რომ პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში დიდი გუნდის ღირსება დამეცვა. „ვიტორიას“ ფეხბურთელთა უმეტესობას უკვე ვიცნობ. ეს არის დიდი ჯგუფი და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონს წარმატებით დავასრულებთ“, - ციტირებს მაკარიძის სიტყვებს „ვიტორიას“ ვებგვერდი.

28 წლის ქართველი მეკარე ბოლოს „რიუ ავეში“ თამაშობდა, რომელთანაც დაახლოებით ერთი თვის წინ კონტრაქტი გაწყვიტა. მანამდე, გიორგის ასევე უთამაშია ფრანგულ „ლე მანში“, კვიპროსულ „დოქსაში“ და პორტუგალიურ „ფეირენსესა“ და „მორეირენსეში“.

რაც შეეხება სეტუბალის „ვიტორიას“, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 19 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:11 | 01.02.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

აჰა ძმაო, ჩვენი ნაკრების მეკარეებიც მოეწყვნენ, ავად თუ კარგად...
რა თქმა უნდა ძირითადში ჩაჯდომას და მერე იქიდან არამოვარდნას ვუსურვებ მაკარიძესაც და ლორიასაც.

12:41 | 01.02.2019
გორდა (159)

კარგია, რომ გუნდი მონახა და ძალიან კარგია, რომ მისთვის ნაცნობ გარემოში დარჩა, ასე ფორმაში შესვლა წესით უნდა გაუადვილდეს.
წარმატებები გიორგის!

11:44 | 01.02.2019
Sport With pleasure (4571)

ამ ბიჭზე უკვე ვნატრობ რომ სადმე დაიწეროს სათამაშო დრო მიეცა., თუ უნდ “პეტრჟალკა” იყოს!, ნეტა მას არ აქ სათამაშო დროის ინტერესი?

09:51 | 01.02.2019
besika (337)

წარმატებები გიოს! თუ ძირითადში ათამაშეს და ფორმაში შევიდა, ლორიას აჯობებს.

0.148454