ბათუმის „დინამომ“ რომან ჭანტურია დაიმატა. როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იტალიურ „ემპოლისთან“ შეთანხება შედგა და ქართველი ფორვარდი „დინამოს“ ღირსებას 2020 წლის ბოლომდე იჯარით დაიცავს.
22 წლის რომან ჭანტურია „ემპოლის“ აკადემიაში 2013 წლიდან თამაშობდა. 2017 წლის შემდეგ კი იჯარით „ოლანენსეში“, „პრატოში“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და „მალტურ „ატლეტიკში“ თამაშობდა.
რომანს საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლის გატანა მოახერხა.