ფრანგული „მონაკოს“ მცველი ანტონიო ბარეკა კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 23 წლის იტალიელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს ახალ გუნდში.
ზაფხულში კი, „ნიუკასლს“ მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა 9 მილიონ ევროდ შეეძლება.
მარცხენა მცველი ბარეკა „მონაკოს“ გასულ ზაფხულს „ტორინოდან“ შეუერთდა, მაგრამ „თავადების“ რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა. მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე პასით გამოიჩინა.