ინგლისურმა „მანჩესტერმა“ ანტონი მარსიალს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი „ოლდ ტრაფორდზე“ 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, სურვილის შემთხვევაში ერთი წლით თანამშრომლობის გაგრძელება იქნება შესაძლებელი.
„ამ გუნდში ჩემი ცხოვრება მომწონს. იმ მომენტიდან, რაც აქვს ვარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. მინდა მადლობა გადავუხადო სოლსკიაერს და მის სტაფს, რომ დამეხმარნენ ფორმის დაბრუნებაში. მინდა ამ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო და დარწმუნებული ვარ ეს დღე შორს არაა“, - განაცხადა მარსიალმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი თავდამსხმელი „მანჩესტერში“ 2015 წელს „მონაკოდან“ გადავიდა. მას შემდეგ ინგლისური გუნდის რიგებში 161 თამაში ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა.