ფეხბურთი

13:46 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

იანგი „მანჩესტერთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი, ეშლი იანგი, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. მიმდინარე კონტრაქტის ვადა ფეხბურთელს 2019 წლის ზაფხულში ეწურება. ამიტომ, მას სხვა კლუბებთანაც შეუძლია მოლაპარაკების დაწყება.

Mirror-ის ცნობით, „მანჩესტერი“ 33 წლის იანგს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რადგან კლუბში ასეთი წესი ჰქონიათ 30-ს გადაცილებულ მოთამაშეებს ხანგრძლივ კონტრაქტებს აღარ უფორმებენ.

ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იანგის შეძენა მილანის „ინტერს“ სურდა.

იანგი „მანჩესტერში“ 2011 წელს გადავიდა „ასონ ვილადან“ 18 მილიონ გირვანქად. მანკუნიანელებთან ერთად, გახდა ინგლისის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი. აგრეთვე მოიგო ევროპა ლიგა.

0.139288