სერბი მეჩოგნის, ანა ივანოვიჩის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც მისი ბედი ვეტერან გერმანელ მობურთალთან, ბასტიან შვაინშტაიგერთან გადაიკვეთა. როგორც ივანოვიჩი ამბობს, ბასტიანთან შეხვედრამდე და შემდგომში თანაცხოვრებამდე, მისთვის ოჯახი და ოჯახური ცხოვრება მხოლოდ დამატებითი ტვირთი იყო და ახლაღა გაუგო “მუღამი“ ოჯახურ იდილიას.
ცალკე საქმეა კულინარიული წიაღსვლები, რაც როგორც ირკვევა ბასტიანსაც და ანასაც ნამეტნავად ყვარებიათ. თურმე კვირა ისე არ გავა, თუკი ცოლს ან ქმარს რაიმე სპორტული აქტივობა არ აბრკოლებთ, სახლში წვეულება რომ არ მოაწყონ და მეგობრები გერმანულ-სერბული გემრიელობებით რომ არ გააოცონ.
ერთი ისაა, რომ თუმცა მინავლებული, მაგრამ მაინც სპორტული კარიერის გადამკიდე, ალკოჰოლთან ეს წყვილი სათანადოდ ვერ მეგობრობს (გერმანიაში ლუდისსმა დიდ ამბად არ ითვლება)მაგრამ ეს საქმეც “გამოსწორებადია“ და თუ დიდმა განგებამ ინება, სულ მალე ანაც და ბასტიანიც ღვინოსა და ვისკის გემრიელად მიეძალებიან და კაცი არ იქნება ამაში მათი გამკრიტიკებელი.