ფეხბურთი

12:53 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ევრო 2020-ის მონაწილეებს რეკორდულ საპრიზოებს ჰპირდება

უეფამ ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის მონაწილეთა სავარაუდო საპრიზო სარგებელის ნუსხა გამოაქვეყნა. სულ, საპრიზო ფონდი 371 მილიონი ევრო იქნება.

თითოეული ნაკრები ტურნირში მონაწილეობისთვის 9,25 მილიონ ევროს მიღიებს. ჯგუფურ ეტაპზე, ყოველი გამარჯვებისთვის, გუნდი 1,5 მილიონ, ფრისთვის კი 750 ათას ევროს მიიღებს.

მერვედფინალში გასვლისთვის უეფა 2, მეოთხედფინალში - 3,25, ნახევარფინალში კი 5 მილიონს გადაიხდის.

ჩემპიონი 10 მილიონს მიიღებს, ფინალისტი 7-ს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 ის ფინალური ტურნირი, პირველად ისტორიაში, სხვადასხვა ქვეყნის 12 ქალაქში (ამსტერდამი, ბაქო, ბილბაო, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი, დუბლინი, გლაზგო, ლონდონი, მიუნხენი, რომი, სანკტ პეტერბურგი) გაიმართება.

თეგებიევრო 2020
0.119142