ჩოგბურთი

18:43 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას პირველი გამარჯვება ტაილანდში

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ტაილანდის ქალაქ ჰუა ჰინში იმყოფება, ადგილობრივ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო.

კალაშნიკოვა წყვილთა შეჯიბრში მონტენეგროელ დანკა კოვინიჩთან ერთად ჩაება და შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიცთანა და ჰოლანდიელ არანჩა რუსთან მატჩში 2:6, 6:3, 10:5 მოიგო.
კალაშნიკოვა და კოვინიჩი მეოთხედფინალში რუს ანა ბლინკოვასა და ჩინელ იაფან ვანგს ეთამაშებიან, რომელთაც საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილ იაპონურ დუეტს (კატო-ნინომია) აჯობეს – 6:2, 6:2.

0.122673