ფეხბურთი

19:31 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "თუ აზარს წასვლა მოუნდება, უნდა წავიდეს"

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი მაურიციო სარი ედენ აზარის შესახებ საუბრობს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, თუ ბელგიელს „არისტოკრატების“ დატოვება მოუნდება, გუნდმა ხელი არ შეუშალოს.

„ედენი 28 წლისაა და თუ წასვლა უნდა, უნდა წავიდეს. მაგრამ, საპირისპიროს იმედი მაქვს, რომ ჩვენთან დარჩება. დარწმუნებული ვარ აქვს იმის პოტენციალი, რომ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს“, - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარს მადრიდის „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. ბელგიელმა ცოტა ხნის წინ სარიზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისთვის უმნიშვნელოა რას ამბობს მწვრთნელი, რადგან საკუთარ თამაშზეა კონცენტრირებული.

ბელგიელ შემტევს "ჩელსისთან" მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.115279