ფეხბურთი

17:02 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სუპერთასი გორში გაიმართება

საქართველოს 2019 წლის სუპერთასის მფლობელის ვინაობა 24 თებერვალს გაირკვევა. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრას გორი, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

სუპერთასისთვის ტრადციულად მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, ამჯერად, თბილისის „საბურთალოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრა შედგება.

აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი სტარტს 1-ელ მარტს აიღებს.

0.112209