მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
31 წლის სანდრო ვაგნერი „ტიანჯინ ტედას“ ღირსებას დაიცავს და კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ფინანსური დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.
„სანდრო ვაგნერმა გვთხოვა გუნდიდან გაშვება, რადგან ჩინეთიდან ძალიან მიმზიდველი წინადადება მიიღო. ჩვენ კი, მისი თხოვნა შევასრულეთ. გვინდა, გულწრფელად მადლობა გადავუხადოთ და მომავალში წარმატებები ვუსურვოთ“, - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.
სანდრო ვაგნერს „ბაიერნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.