კალათბურთი

11:16 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გეიმ „სან ანტონიოს“ მოაგებინა, უესტბრუკმა 121-ე სამმაგი დუბლი შეასრულა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

„ჰიუსტონი“ შინ „ნიუ ორლეანთან“ 116:121 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ნიუ ორლეანელებმა 35:25 მოიგეს. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 37 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ჰარდენი ზედიზედ 24-ე შეხვედრაა 30 და მეტ ქულას აგდებს. „ნიუ ორლეანში“ 27 ქულით და 12 მოხსნით ოკაფორი გამოირჩა.

„სან ანტონიო“ საკუთარ დარბაზში „ფინიქსს“ დაუპირისპირდა. მატჩის დასრლებამდე 19 წამით ადრე ანგარიში 124:124 იყო. ბურთი ტეხასელების კალათბურთელს რუდი გეის ჰქონდა, რომელმაც მატჩის საფინალო სირენასთან ერთად ორქულიანი ჩააგდო და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ყველაზე მეტი 38 ქულა დევინ ბუკერი ანგარიშზეა. ლამარკუს ოლდრიჯმა ორმაგი დუბლი შეასრულა 29 ქულა, 14 მოხსნა.

„ოკლაჰომამ“ გასვლაზე „ორლანდო“ 126:117 დაამარცხა. შეხვედრაში გარდამტეხი მეოთხე პერიოდი გახლდათ, რომელიც ოკლაჰომელებმა 35:23 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა პოლ ჯორჯის ანგარიშზეა. „ორლანდოში“ ნიკოლა ვუჩევიჩი 27 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მე-17 და კარიერაში 121-ე სამმაგი დუბლი შეასრულა.

„კლივლენდი“ – „ვაშინგტონი“ 116:113 (26:24, 27:23, 35:22, 28:44)

https://www.youtube.com/watch?v=WPgdadTM_FQ

„დეტროიტი“ – „მილოუკი“ 105:115 (22:30, 27:32, 28:27, 28:26)

https://www.youtube.com/watch?v=2ft0np53cqc

„ორლანდო“ – „ოკლაჰომა“ 117:126 (35:32, 28:37, 31:22, 23:35)

https://www.youtube.com/watch?v=l5t4VcWZesM

„ბრუკლინი“ – „ჩიკაგო“ 122:117 (20:19, 30:35, 33:25, 39:28)

https://www.youtube.com/watch?v=1t6v_SF9nfw&t=14s

„ჰიუსტონი“ – „ნიუ ორლეანი“ 116:121 (35:28, 31:31, 25:35, 25:27)

https://www.youtube.com/watch?v=3ZmlaW8e_GE

„სან ანტონიო“ – „ფინიქსი“ 126:124 (33:33, 37:34, 26:24, 30:33)

https://www.youtube.com/watch?v=0rRX8v9VZjA

„ლეიკერსი“ – „ფილადელფია“ 105:121 (20:39, 33:25, 28:32, 24:25)

https://www.youtube.com/watch?v=hw716Idql8Q

0.126874