კალათბურთი

9:49 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ექვსი ქულა და მარცხი "მილოუკთან"

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" შინ "მილოუკი ბაქსთან" 105:115 დამარცხდა. ზაზა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 12 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა გუნდს ექვსი ქულა, 4 მოხსნა და სამი პასი შესძინა. ფაჩულიამ 5-დან სამი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრაs "მილოუკმა" მატჩის სტარტზევე უპირატესობა მოიპოვა, მას შემდეგ მიჩიგანელები ანგარიშით წინ აღარ გასულან. ყველაზე მეტი 25 ქულა ჯექსონმა ჩააგდო. "მილოუკში" 21 ქულით, 11 პასით და 8 მოხსნით იანის ადეტოკუმპო გამოირჩა.

"დეტროიტი" 21 მოგებით და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში "დალას მავერიკსს" დაუპირისპირდებიან, მატჩი პირველ თებერვალს გაიმართება.

0.122085