თამაშგარე

10:48 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპელებს რუსეთის მუნდიალიდან კარგად მხოლოდ ქალები ახსენდებათ

ევროპელების ამბავი ხომ იცით? დაგმობა და აღშფოთება ყველაზე კარგად ეხერხებათ და ისიც მაშინ, როდესაც ძალიან გვიანია... ჯერ იყო და სოჭის ზამთრის ოლიმპიადა რუსებს დიდი დაფა-ზურნით ჩაატარებინეს და მერე გვიანღა მიხვდნენ, რომ ოლიმპიადა მთლიანად დოპინგით იყო გარემოცული და იძულებულნი გახდნენ რუსების მიღწეული ყველა შედეგი გაეუქმებინათ.

აი ახლა, გერმანული სპორტული მედია ირონიულად წერს, რომ რუსეთში შარშან გამართული საფეხბურთო მუნდიალი საშინალად იყო ორგანიზებული და ერთადერთი რაც რუსეთიდან გერმანელ ქომაგებს კარგად ახსოვთ, ეს რუსი ასულებია, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად იყვნენ თუნდაც ერთი ვახშმის საფასურად საწოლზე გარდიგარდმო ტიტლიკანა წამოდრანგულიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალის წინ რუსეთში მავანმა მორალისტებმა ბევრი იძახეს, ჩვენი “დიადი ქვეყანა“ ევროპელი ქომაგების “ბორდელი“ ვერ გახდებაო, ფაქტია, რომ რუსეთი დადებითი კუთხით ქომაგებს მხოლოდ იქაურ ქალებში განავრდების თავისუფლებით ახსენდებათ. ამ საქმეში რუსებს ჰაი ჰაი რომ ბადალი არ ყავთ! სხვა საქმეში კი რა მოგახსენოთ...

0.207027