რამდენიმე დღეა ამერიკულ მედიაში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, ენტონის დევისის "ნიუ ორლეანიდან" წასვლაზე. დევისის სხვა გუნდში გადასვლის ბევრი ვარიანტი განიხილებოდა. "ნიუ ორლეანის" მთავარმა მწვრთნელმა ელვინ ჯენტრიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე დევისი ჩვენთან ერთად იქნებაო. როგორც ჩანს სეზონის ბოლოს ენტონი კლუბს დატოვებს.
"ენტონის კლუბთან კონტრაქტი აქვს. ის პროფესიონალი კალათბურთელია და სეზონის ბოლომდე ჩვენთან იქნება"- განაცხადა ჯენტრიმ.
მიმდინარე სეზონში დევისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29.4 ქულას, 13.3 მოხსნას და 4.4 პასა აგოვებს.