ფეხბურთი

18:42 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "კომპანის დრო "სიტიში" ამოიწურა"

ვინსენ კომპანი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გაავრცელა.

32 წლის ბელგიელს გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მხარეებს შორის თანამშრომლობა არ განახლდება. ამის მიზეზი კომპანის ხშირი ტრავმიანობაა. 2014-2015 წლების სეზონიდან, ვინსენს არცერთ სეზონში პრემიერლიგაში 20-ზე მეტი თამაში არ ჩაუტარებია.

„ჩვენ არ გვეპარება ეჭვი მის სათამაშო კლასში, ყოველთვის გვაკლია, როდესაც თამაშს ვერ ახერხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კაპიტანია და მოედანზე შეუძლია მოგვცეს ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა მცველს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ბოლო წლებში მან ძალიან ცოტა ითამაშა, ნამდვილად ცოტა. ამიტომ, მისი დრო აქ დასრულებულია. მას ბევრჯერ ველაპარაკე და ეს კარგად ესმის“, - თქვა გვარდიოლამ.

ვინსენ კომპანი „სიტის“ ღირსებას 2008 წლიდან მოყოლებული იცავს და დღემდე 347 შეხვედრაში 29 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე კი, ბრიუსელის „ანდერლეხტში“ და გერმანულ „ჰამბურგში“ თამაშობდა.

0.121218