ფეხბურთი

18:15 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობენს იაპონიაში იწვევენ

მიუნხენის „ბაიერნის“ ვეტერანი ფეხბურთელი არიენ რობენი შესაძლოა დამდეგი სეზონიდან იაპონიაში გადავიდეს. Sky Sports-ის ინფორმაციით, 35 წლის ჰოლანდიელს საფეხბურთო კლუბი „ტოკიო“ ეპატიჟება.

ცნობილია, რომ თავად ჰოლანდიელიც არაა იაპონიაში გადაბარგების წინააღმდეგი და მისმა აგენტმა წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. პირადი ხელშეკრულების ფინანსური დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ცოტა წინ რობენი მილანის „ინტერს“ დაუკავშირეს და არიენმა განაცხადა, რომ იტალიური გუნდის ინტერესი მისთვის საამაყოა.

არიენ რობენი „ბაიერნში“ 2009 წლიდან თამაშობს. უკვე დადასტურებულია, რომ ზაფხულში ჰოლანდიელი მიუნხენს დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება. რობენმა „ბაიერნში“ ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ბუნდესლიგა (შვიდჯერ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138951