ჩოგბურთი

14:45 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის წარმატებული სტარტი

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებული სტარტი აიღო ავსტრალიუს ლანკესტონში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

წყვილთა შეჯიბრში მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემა და რუმინელმა ირინა მარია ბარამ ავსტრალიელი ალისონ ბაი და გაბრიელა ტეილორი 6:2, 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალში მასპინძელთა დუეტს (აიავა-ბაინსი) ეთამაშებიან.
ერთეულთა ტურნირში ეკატერინე ავსტრალიელ კიმბერლი ბირელს ეთამაშება. ეს მატჩი ხვალ დილით გახლავთ დაგეგმილი.

0.13108