ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში აუტსაიდერ “საგესეს” 89:66 სძლია, ვეტერანი ქართველი კალათბურთელი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
ცქიტიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:34 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ნიკამ 5-დან 4 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ცქიტიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. “ბეირუთი” 6 მოგებითა და 4 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება.