ფეხბურთი

21:07 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" თურქულ შეკრებაზე მეორე სპარინგიც მოიგო (+VIDEO)

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ისევ გაიმარჯვა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე ამჯერად სერბული „ნაპრედაკი“ გახლდათ და თბილისელებს გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

3:0 – „საბურთალომ“ სმაივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. თავი ჯერ გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა გეგა დიასამიძის პასით, ხოლო ორამდე სხვაობა ელვინ ტერამ გაზარდა. საბოლოო ანგარიში ინტერს გიმ დააფიქსირა. სხვათა შორის, მან სადებიუტო გოლი მიითვალა „საბურთალოს“ მაისურით.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში ითამაშა მონტენეგროელმა ცენტრფორვარდმა ოგნენ როლოვიჩმა, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი რამდენიმე დღეა აკვირდება.

ხსენებულ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

"საბურთალო" (პირველი ტაიმი): შელიხოვი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, დიასამიძე, გი, გვარაძე, კოხრეიძე, როლოვიჩი.

"საბურთალო" (მეორე ტაიმი): შელიხოვი, მალი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, თევზაძე, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, ვაგნერი, გოშთელიანი, შინდაგორიძე, დვალიშვილი.

„საბურთალო“ აგრძელებს თურქულ შეკრებას და მომდევნო მატჩს 1 თებერვალს, მაკედონიურ „რაბოტნიჩკთან“ ჩაატარებს.

თეგებისაბურთალო
0.129982