ფეხბურთი

19:55 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ესპანიოლმა" ჩინელი ბომბარდირი გაიფორმა

ელონას „ესპანიოლმა“ ჩინეთის სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გაიფორმა. როგორც კატალონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 27 წლის ვუ ლეი ამიერიდან „ესპანიოლისთვის“ ეცდება გოლების გატანას.

ჩინელი ფორვარდი პირველად ითამაშებს სამშობლოს მიღმა. აქამდე, მხოლოდ „შანხაი შანგანის“ ღირსება დაუცავს, რომლის მაისურით ჩატარებულ 344 მატჩში 169 გოლი აქვს გატანილი.

გასულ სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში 27 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ჩინეთის ნაკრებში კი, 63 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი.

0.112643