მინსკში, მეორე ევროპული თამაშების დედაქალაქში ორმეტრიანი ყინულის თილისმა - მელია, სახელად ლესიკი და თამაშების ლოგოტიპი - სტილიზებული გვირილა წარმოადგინეს.
მეორე ევროპული თამაშების ორგანიზატორთა თქმით, "ლესიკი დედამიწაზე მეგობრების შესაძენად სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა, მილიონობით გადადგმული ნაბიჯის შემდეგ კი ბელარუსამდე მოაღწია".
დამთვალიერებლებს ყინულის ორმეტრიანი თილისმის ხილვის საშუალება მინსკის საოცრებათა პარკში მიეცათ. ცერემონია შედგა ზამთრის ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპული თამაშების ორგანიზატორები, მომსახურე პერსონალი, მოხალისეები და პარკის სტუმრები.
www.geonoc.org.ge