ფეხბურთი

17:41 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი თაობის ფეხბურთელი

დღეს, ჯანლუიჯი ბუფონი იუბილარია. მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას 41 წელი შეუსრულდა. მიუხედავად ერთი შეხედვით არასაფეხბურთო ასაკისა, ის კვლავ კარის სადარაჯოზეა. ამჯერად, ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში". ჯიჯის შესახებ ბევრი რამ გვითქვამს და დაგვიწერია, ვიტყვით და დაწვერთ, მაგრამ ამჯერად გვსურს, რომ თავად იტალიელი ფეხბურთელის რამდენიმე ფრაზა წარმოგიდგინოთ.

ჯანლუიჯი ბუფონის ეპოქალური კარიერა უკვე 24-ე წელია მიმდინარეობს. შესაძლოა, წლებმა თავისი გააკეთა, მაგრამ 41 წლის კიპერის კვალობაზეც კი, ჯიჯი შესანიშნავ ფორმაშია. ერთხელ თქვა, რომ ოთხი თაობის ფეხბურთელებთან ითამაშა და ეს სიმართლეა.

დანარჩენს კი თავად გვიამბობს, მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ, წარმოდგენის შექმნა რომ შეიძლება, ისეთი ფრაზებია...

„12 წლის ვიყავი, როდესაც შემოვტრიალდი და ზურგი ვაქციე წარსულს, რომ ჩემი უსაფრთხო მომავალი შემექმნა. ეს იყო გულის არჩევანი. იმ დღიდან, როდესაც ზურგი გაქციეთ, დავიწყე თქვენი სიყვარული“.

„წლების განმავლობაში მეკითხებით, რა მაძლევს ისევ თამაშის ბიძგს. ჩემპიონთა ლიგა რომ მომეგო, ალბათ დავცარიელდებოდი, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ არ მაქვს ეს ტიტული, სტიმული მემატება“.

„იუვენტუსი“ ჩემთვის წარმატებულ ცხოვრებას, ბრძოლას და ვალდებულებად ნიშნავს. ოჯახი, სადაც გავიზარდე და სადაც სხვებს ეხმარებიან გაზრდაში. ეს ცხოვრების ერთგვარი წესია“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სეივი ჩემს კარიერაში? - ვფიქრობ, 2006 წლის მუნდიალის ფინალში ზიდანის ეპიზოდი. ეს ალბათ, გადამწყვეტი იყო“.

„დეპრესიაზე გამარჯვება ჩემი ცხოვრების საუკეთესო სეივია“.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ „იუვე“ ფარი და ალიბი ხდება მათთცის, რომლებიც ვერასდროს იმარჯვებენ“.

„ჰუმანურ ადამიანს არ შეუძლია ერთი სასტვენით გუნდი ასეთ, ძალზე საეჭვო ეპიზოდში სცენიდან გააგდოს. გულის ადგილზე სანაგვე ურნა აქვს“.

„არ მჯერა იმ ხალხის, რომლებსაც არ ეშინიათ. მე, 22-წლიანი კარიერის მერეც კი, გარკვეულ თამაშებში შიში მიპყრობს. მეშინია შეცდომების და იმედგაცრუების. მაგრამ, გამბედაობის პოვნა შიშის დასამარცხებლად საუკეთესო საშუალებაა“.

„ფეხბურთის თამაში დავიწყე იმ ფეხბურთელების გვრდით, რომლებიც 60-იანი წლების დასაწყისში დაიბადნენ და ვამთავრებ იმათ გვერდით, რომლებიც 2000-იანებში დაიბადნენ. ოთხი თაობა გადავკვეთე. ჩემი ყველაზე დიდი სიამაყეა ის, რისი მიღწევაც შევძელი“.

0.124195